1.საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტს, ხოლო მისი მცირეწლოვანების ან მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში − პაციენტის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს, პაციენტის მოთხოვნით, გააცნოს მის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, დიაგნოსტიკური გამოკვლევების შედეგები, მკურნალობასა და მოვლასთან დაკავშირებული მონაცემები, სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ ჩატარებული კონსულტაციის ამსახველი ჩანაწერები.
2.ამ კანონის 39-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს არ გააცნოს ქმედუნარიან პაციენტს მის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია ან შეზღუდოს მისი მოცულობა, ხოლო თუ პაციენტი დაჟინებით მოითხოვს მის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაციის გაცნობას, საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია გააცნოს მას ეს ინფორმაცია.
3.დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს მხოლოდ პაციენტის თანხმობით აქვს უფლება, გააცნოს ქმედუნარიანი ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე პაციენტის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3378 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.





