Статья 56. სამედიცინო ჩანაწერების წარმოების პირობები
1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია თითოეული პაციენტისათვის აწარმოოს სამედიცინო ჩანაწერები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სხვა მოთხოვნების გათვალისწინებასთან ერთად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ სამედიცინო ჩანაწერების წარმოებისას აუცილებელია: ა) სამედიცინო ჩანაწერები შესრულდეს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად. უცხო ქვეყნის სპეციალისტის ჩანაწერი უნდა ითარგმნოს სახელმწიფო ენაზე; ბ) სამედიცინო ჩანაწერები იყოს სრულყოფილი. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა სამედიცინო ჩანაწერების თითოეული ნაწილი (პაციენტის პიროვნული, სოციალური, სამედიცინო და სხვა მონაცემები) სრულად უნდა შეავსოს; გ) სამედიცინო ჩანაწერებში ინფორმაცია დაფიქსირდეს დროულად და განსაზღვრულ ვადებში; დ) სამედიცინო ჩანაწერები ადეკვატურად ასახავდეს პაციენტის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს; ე) სამედიცინო ჩანაწერების ყოველი ახალი ნაწილი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა დაამოწმოს მკაფიო ხელმოწერით, არსებული წესის მიხედვით.
3. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაიცვას სამედიცინო ჩანაწერების შენახვის არსებული წესი. იგი ვალდებულია სამედიცინო ჩანაწერები გააცნოს მესამე პირს მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. თავი VIII. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მოვალეობა კოლეგის მიმართ
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საექიმო საქმიანობის შესახებ
