1.ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მეწარმე – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, აგრეთვე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდ იული პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას ამ საქმიანობის ნაწილში; ბ) სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი – საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოთა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობა, რომლის მიზანია მეწარმის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობისა და მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების შემოწმება, აგრეთვე მეწარმის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, მის საქმიანობაში სამართალდარღვევების გამოვლენა ან მისთვის შესაბამისი სანქციის დადება. ამ კანონის მიზნებისთვის კონტროლი არ არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიის, ნებართვის, სერტიფიკატის გაცემა ან ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, სავაჭრო ქსელში სერტიფიკატის მოთხოვნა და შესაბამისი აქტის შედგენა, გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულების შესამოწმებლად განხორციელებული საქმიანობა, ნავთობისა და გაზის რესურსებსა და ბუნებრივი წყალბადის რესურსებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობა, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმება, იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით განხორციელებული საქმიანობა, აგრეთვე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლის ხელშეწყობა; გ) მაკონტროლებელი ორგანო – სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ორგანო, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონის შესაბამისად უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი სამეწარმეო საქმიანობაზე.
2.მეწარმის საფინანსო-ეკონ ომიკურ საქმიანობაზე კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და კანონით დადგენილ ფარგლებში ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები, აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახური (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო ურთიერთობებისა).
3.(ამოღებულია). საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი № 2565 - სსმ I, № 24 , 20.08.2003 წ., მუხ .183 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №919 - სსმ I, №41, 30.12.2004 წ., მუხ.203 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №843 - სსმ I, №42, 30.12.2004 წ., მუხ.220 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4229 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.380 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4302 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.411 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1697 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.180 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3539 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.306 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3595 - სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.347 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4415 – ვებგვერდი, 17.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №489 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის კანონი №4086 – ვებგვერდი, 31.07.2015წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №489 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6894 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №551 – ვებგვერდი, 14.05.2025წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №678 – ვებგვერდი, 16.06.2025წ. თავი II. სამეწარმეო საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების წესი






