Статья 28. ნაპოვნი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია
Редакция №26 Сверено с действующей редакцией · 17 сент. 2024 г.
1. ნაპოვნი ბავშვის დაბადების რეგისტრაციის საფუძველია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვა დაბადების რეგისტრაციის თაობაზე. მიმართვაში აღნიშნული უნდა იყოს ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების სავარაუდო თარიღი და ადგილი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ მიმართვას უნდა ერთოდეს სამედიცინო დასკვნა ბავშვის ასაკის დადგენის შესახებ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სამოქალაქო აქტების შესახებ
