Статья 4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები
1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებია: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით; ბ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში − საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექცია და საკონსულო დაწესებულება (შემდგომ – საკონსულო დაწესებულება); გ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში − ნოტარიუსი.
2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებებია: ა) დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია; ბ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა; გ) სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია; დ) დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობა; ე) იურიდიული მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტების დადგენა: ე.ა) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ფაქტის დადგენა; ე.ბ) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში გარდაცვალების ფაქტის დადგენა; ე.გ) პირის დაბადების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა; ე.დ) პირის გარდაცვალების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა; ვ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემა; ზ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვა; თ) საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე მათ საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა; ი) ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
3. სააგენტო უფლებამოსილია დაამოწმოს და გასცეს მის შექმნამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამოქალაქო აქტების სფეროში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების ასლები.
4. საკონსულო დაწესებულებამ შეიძლება განახორციელოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები ან ამ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად საჭირო ცალკეული მოქმედებები საკონსულო თანამდებობის პირისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. საკონსულო დაწესებულების დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლები, მათი განხორციელების წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით .
5. ნოტარიუსი უფლებამოსილია ამ კანონითა და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განახორციელოს ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაცია და გასცეს ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობები. საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5851 – ვებგვერდი, 23.03.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2482 - ვებგვერდი, 29.05.2014წ. .
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სამოქალაქო აქტების შესახებ
