1.სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ამ თავით განსაზღვრული წესით ადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტებს: ა) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ფაქტს; ბ) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს; გ) პირის დაბადების რეგისტრაციის ფაქტს; დ) პირის გარდაცვალების რეგისტრაციის ფაქტს.






