Статья 46. შვილად აყვანის სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა
1. შვილად აყვანის ბათილად ცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ითვლება შესაბამისი შვილად აყვანის სამოქალაქო აქტის ჩანაწერიც.
2. შვილად აყვანის ბათილად ცნობა/შვილად აყვანის გაუქმება იწვევს ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შეტანილი ცვლილების (ცვლილებების) ბათილობას და იმ მონაცემების აღდგენას, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის განსაზღვრული ნაშვილებისათვის მონაცემების შენარჩუნების/აღდგენის საკითხი, მას უნარჩუნდება არსებული მონაცემები, გარდა მშობლების შესახებ მონაცემებისა.
3. თუ შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად ნაშვილების მიმართ შედგენილია დაბადების სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერი, შვილად აყვანის ბათილად ცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შემთხვევაში ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერი ძალაში რჩება, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბადების სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერი ბათილად იქნა ცნობილი, ნამდვილად მიიჩნევა სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბადების სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერი ბათილად იქნა ცნობილი და არ განისაზღვრა, დაბადების სამოქალაქო აქტის რომელი ჩანაწერი უნდა იქნეს მიჩნეული ნამდვილად, ნამდვილად მიიჩნევა აღნიშნული აქტის ის ჩანაწერი, რომელში მითითებული მონაცემებიც სასამართლომ აღადგინა.
4. შვილად აყვანის სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შემთხვევაში ნაშვილებს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეუნარჩუნდება შვილად აყვანასთან დაკავშირებით შეცვლილი მონაცემები, გარდა მშობლების შესახებ მონაცემებისა. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №749 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
