Статья 64. სახელისა და გვარის შეცვლის პირობები
1. სრულწლოვან პირს უფლება აქვს, საკუთარი სურვილისამებრ შეიცვალოს სახელი მხოლოდ ერთხელ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს: ა) მშობელთა შეერთებული გვარი; ბ) პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის (მეოთხე თაობის ნათესავების (ბებიის/პაპის ბებიისა და პაპის) ჩათვლით) გვარი; გ) საკუთარი გვარისა და ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი; დ) ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი; ე) მშვილებლის გვარი; ვ) ქორწინებამდელი გვარი, თუ ქორწინების შეწყვეტისას მას არ დაუბრუნებია ეს გვარი; ზ) მამის გვარი, ამ კანონის III თავით დადგენილი წესით მამობის დადგენისას; თ) ისტორიული გვარი, ამ კანონის 65-ე მუხლით დადგენილი წესით; ი) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის არსებობისას პირისთვის გვარის შეცვლა შესაძლებელია, თუ მისი დაბადების სამოქალაქო აქტი საქართველოშია რეგისტრირებული და სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ პირისთვის სხვა გვარის მინიჭების შემდეგ მან საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა.
