არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Статья 1. კანონის გამოყენების სფერო
ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება შემდეგი სამართლებრივი აქტები: ა) სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; ა 1 ) სასჯელის სახით იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; ბ) სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ; გ) სასჯელის სახით გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ; დ) სასჯელის სახით პირობითი მსჯავრის დანიშვნის შესახებ; ე) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; ვ) სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი № 2157 - სსმ I, №13 , 02.06.2003 წ., მუხ.82 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3532 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.273
