არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Статья 2. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახური
ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებას უზრუნველყოფენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტი (შემდგომში – პრობაციის დეპარტამენტი) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროები (შემდგომში – პრობაციის ბიუროები). საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი № 2157 - სსმ I, №13 , 02.06.2003 წ., მუხ.82 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3532 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.273
