სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Только для информации — не юридическая консультация.
ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: ა) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა; ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი ფიზიკური პირისათვის ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების ან/და ქონების ჩამორთმევის შესახებ; ბ 1 ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი შესაბამისი პირისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების შესახებ; გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინებისა და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების ნაწილში; ე) სასამართლოს ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ; ვ) სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ; ზ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების ან დაპატიმრების შესახებ; თ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის მიმართვა ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღის მოხსნის ან ამ პირის პირადი მონაცემების ცვლილების თაობაზე; ი) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის თანახმად, საქართველოსთვის სავალდებულოა; კ) უცხო ქვეყნის სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით; ლ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება; მ) უცხო ქვეყნის არბიტრაჟის ან საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით; მ 1 ) „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის სასამართლოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაფორმებული ან/და დამოწმებული რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება, რომელზედაც უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილია გადაწყვეტილება ცნობისა და აღსრულების შესახებ; ნ) სანოტარო აქტი; ო) გირავნობის მოწმობა; პ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; პ 1 ) „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37 11 და 37 1 2 მუხლებისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 44 2 , 44 3 , 44 5 და 44 7 −44 11 მუხლების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოების/სამსახურების მიერ სამართალდამრღვევებისთვის ადმინისტრაციული სახდელების დადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები/ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ; პ 2 ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (კონტროლისა და რევიზიის აქტი) სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ; ჟ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, განუხორციელებელი/გადაუხდელი საპენსიო შენატანის განხორციელების/გადახდის შესახებ და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დარიცხული საურავის გადახდის შესახებ; ჟ 1 ) საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილებები ფულადი თანხის გადახდევინებასთან ან/და საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ქმედების განხორციელების დავალდებულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე ამ კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ; რ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად სახელმწიფო ქონებისათვის ან/და მუნიციპალიტეტის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ; ს) რესტიტუცი ისა და კომპენსაციის კომისიის და მისი კომიტეტის გადაწყვეტილებები; ტ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; უ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება) და აღსრულების შესახებ ბრძანება; ფ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანება; ქ) ლიზინგის მოწმობა; ღ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ; ყ) სამედიაციო მორიგება, რომლის აღსასრულებლადაც გამოტანილია სასამართლოს განჩინება და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. ყ 1 ) საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომლის აღსასრულებლადაც გამოტანილია სასამართლოს განჩინება და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი; შ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების შესახებ; ჩ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის (შემდგომ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინების შესახებ; ც) „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ; ძ) გენერალური აუდიტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების ნაწილში; წ) დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული, თავდაცვის კოდექსის 35-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჯარიმის დაკისრების შესახებ. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1397 – სსმ I, 28.05.2002 წ., №13, მუხ.54 საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2988 – სსმ I, 05.09.2003 წ., №26, მუხ.194 საქართველოს 2004 წლის 25 ივნისის კანონი №248 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.66 საქართველოს 2004 წლის 23 დეკემბრის კანონი №784 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.23 საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1828 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.285 საქართველოს 2005 წლის 22 დეკემბრის კანონი №2407 - სსმ I, №1, 04.01.2006წ., მუხ.6 საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3384 - სსმ I, №24, 29.06.2006წ., მუხ.192 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3534 - სსმ I, №37,27.08. 2006წ., მუხ.275 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4210 - სსმ I, 12.01.2007წ., №4, მუხ.52 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4285 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.444 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1282 - სსმ I, №13, 02.07.2009წ., მუხ.65 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1542 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.125 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1687 - სსმ I, №29, 12.10.2009წ., მუხ.170 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2183 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.283 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4073- სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.503 საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5355 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ. საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5641- ვებგვერდი, 12.01.2012წ. ს აქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №466 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1467 - ვებგვერდი, 16.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1589 - ვებგვერდი, 03.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2049 – ვებგვერდი, 17.03.2014წ. საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3095 – ვებგვერდი, 27.02.2015წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4632 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1198 - ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2758 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4962 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5610 – ვებგვერდი, 26.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6981 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №427 – ვებგვერდი, 13.04.2021წ. საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №616 – ვებგვერდი,14.06.2021წ. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №670 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1804 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2276 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3045 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 14 ივნისის კანონი №3149 – ვებგვერდი, 03.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3459 – ვებგვერდი, 25.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3514 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3603 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3948 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3953 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4318 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №955 – ვებგვერდი, 05.09.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ