1.ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროებს. პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის უფროსი ოფიცერი – პრობაციის ბიუროს უფროსი (შემდგომში – პრობაციის ბიუროს უფროსი), რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ოფიცერთა (შემდგომში – პრობაციის ოფიცრები) შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
