სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2.აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
3.აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი .
4.(ამოღებულია).
5.აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
6.აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილეებს და აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. 6 1 . აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეებს (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირებისა) შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში იღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
7.აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებულ პირზე მოახდინოს თავისი უფლებამოსილების დელეგირება. აღნიშნულ პირს ეკრძალება მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა, თუ ამის თაობაზე სპეციალურად არ არის აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებაში.
8.აღსრულების ეროვნული ბიუროს ხარჯთაღრიცხვას, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.
9.აღსრულების ეროვნული ბიუროს ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან.
10.აღსრულების ეროვნულ ბიუროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232 საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2939 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4367 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №145 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.