არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Статья 20. პრობაციის ოფიცრის მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის სასამართლოსათვის შეტყობინება
1. პრობაციის ოფიცერი მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ყოველ ფაქტს ატყობინებს აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმღებ სასამართლოს, სხვა შემთხვევაში კი – სასამართლოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) შეტყობინების გაგზავნის თარიღს; ბ) სამართლებრივი აქტის დასახელებას, რომლის საფუძველზედაც მოხდა მსჯავრდებულისათვის მოვალეობის დაკისრება; გ) მსჯავრდებულისათვის დაკისრებულ მოვალეობას; დ) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების აღწერას, რის შედეგადაც არ შესრულდა სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობა და აღნიშნული ქმედების ჩადენის დამადასტურებელ ფაქტებს; ე) პრობაციის ოფიცრის ხელმოწერასა და ბეჭედს. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი № 2157 - სსმ I, №13 , 02.06.2003 წ., მუხ.82
