თუ პრობაციის ოფიცერი მიიჩნევს, რომ არსებობს სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძველი, იგი პრობაციის ბიუროს უფროსის სახელზე წერს მოხსენებით ბარათს. მოხსენებით ბარათში უნდა მიეთითოს: ა) სააღსრულებო საქმის ნომერი; ბ) აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი; გ) მოკლე ცნობები სააღსრულებო მოქმედებათა შესახებ; დ) ცნობები მსჯავრდებულის (მათ შორის, იურიდიული პირის) მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ; ე) პრობაციის ოფიცრის დასაბუთებული მოსაზრება წარდგინების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით; ვ) პრობაციის ოფიცრის ხელმოწერა და მოხსენებითი ბარათის წარდგენის თარიღი.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
