Статья 30. აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრად ადვოკატის არჩევის შეზღუდვა
Редакция №25 Сверено с действующей редакцией · 4 мар. 2026 г.
1. ადვოკატი არ შეიძლება არჩეულ იქნეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრად, თუ: ა) შეუსრულებელი აქვს სასამართლო წესით დაკისრებული ქონებრივი ვალდებულება; ბ) ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში; გ) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში დადებული ჰქონდა დისციპლინური სახდელი ან უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა ასოციაციის წევრობა.
2. ასოციაციის თავმჯდომარის ანდა აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრის ზედიზედ არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ.55
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
