1.საბჭო შედგება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 5 წლის ვადით დანიშნული 5 წევრისგან. ერთი და იგივე პირი საბჭოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ორჯერ. საბჭოს წევრი სახელმწიფო მოსამსახურეა.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
1.საბჭო შედგება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 5 წლის ვადით დანიშნული 5 წევრისგან. ერთი და იგივე პირი საბჭოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ორჯერ. საბჭოს წევრი სახელმწიფო მოსამსახურეა.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.საბჭოს წევრად შესაძლებელია დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება/უმაღლესი ეკონომიკური განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით და სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება. ამასთანავე, საბჭოს წევრთა არანაკლებ ნახევარს უნდა ჰქონდეს ამ პუნქტით განსაზღვრული იურიდიული განათლება.
3.არ შეიძლება საბჭოს წევრი: ა) დასაქმებული იყოს სხვა საჯარო დაწესებულებაში ან/და კერძო დაწესებულებაში; ბ) ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო საქმიანობისა, პედაგოგიური საქმიანობისა ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა; გ) კონსულტაციას უწევდეს შემსყიდველ ორგანიზაციას, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს, მიმწოდებელს, შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველს ან შერჩევის პროცესის მონაწილეს; დ) იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
4.საქართველოს პრემიერ-მინისტრი საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით ქმნის შესარჩევ კომისიას, რომლის შემადგენლობაში სხვა წევრებთან ერთად შედიან საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეები.
5.საბჭოს წევრობის კანდიდატთა ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში შერჩევის მიზნით შესარჩევი კომისია აცხადებს საჯარო კონკურსს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. საბჭოს წევრობის კანდიდატს კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა კონკურსის გამოცხადებიდან არანაკლებ 10 დღის ვადა.
6.განაცხადების მიღების შემდეგ, არაუგვიანეს 20 დღისა შესარჩევი კომისია იმ პირთაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ საბჭოს წევრობისთვის ამ კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შეარჩევს საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე ორჯერ მეტ კანდიდატს. საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში შესარჩევმა კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით. საბჭოს წევრობის კანდიდატთა შეფასება უნდა ეყრდნობოდეს მათ რეპუტაციას, პროფესიულ ცოდნასა და აქტივობას და სამუშაო გამოცდილებას.
7.თუ შესარჩევი კომისია საბჭოს წევრობის კანდიდატებს ვერ შეარჩევს, იგი არაუგვიანეს 5 დღისა ხელახლა აცხადებს კონკურსს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
8.შესარჩევი კომისია შერჩეულ საბჭოს წევრობის კანდიდატებს დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 10 დღის ვადაში ნიშნავს საბჭოს წევრს/წევრებს ან უარს ამბობს მის/მათ დანიშვნაზე. ამ, უკანასკნელ შემთხვევაში შესარჩევი კომისია არაუგვიანეს 5 დღისა ხელახლა აცხადებს კონკურსს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
9.საბჭოს წევრმა უფლებამოსილების განხორციელების დაწყების დღიდან უნდა დატოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეუთავსებელი თანამდებობა ან შეწყვიტოს იმავე პუნქტით განსაზღვრული შეუთავსებელი საქმიანობა.
10.საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება მისი ვადის გასვლისას, თუ იგი ხელახლა არ დაინიშნა თანამდებობაზე ისე, რომ შენარჩუნდეს მისი უფლებამოსილების უწყვეტობა. დაუშვებელია საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) პირადი განცხადების წარდგენა; ბ) გარდაცვალება; გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა; ვ) სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ზ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან იმავე პუნქტით განსაზღვრული შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება; თ) ბოლო 12 თვეში 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უფლებამოსილების განუხორციელებლობა და სამედიცინო დასკვნის არსებობა, რომლითაც დასტურდება, რომ საბჭოს წევრი მომავალშიც ვერ შეძლებს უფლებამოსილების განხორციელებას.
11.საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე უწყდება: ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საბჭოს წევრის მიერ განცხადების საბჭოს თავმჯდომარისთვის წარდგენისთანავე. საბჭოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება მის მიერ განცხადების საბჭოსთვის წარდგენისთანავე; ბ) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი გარემოების დადგომის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურების მომენტიდან; გ) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტიდან.
12.საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ან მისი შეწყვეტის საფუძვლის/საფუძვლების წარმოშობის თაობაზე. თუ საბჭოს თავმჯდომარეს შეუწყდა უფლებამოსილება ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი/საფუძვლები წარმოიშვა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს შესაბამის ინფორმაციას აწვდის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
13.პირს, რომელსაც შეუწყდა საბჭოს წევრის უფლებამოსილება, შეუძლია მისი შეწყვეტა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში.
14.საბჭოს წევრის შერჩევის პროცესი უნდა დაიწყოს საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 60 დღისა და არაუგვიანეს 40 დღისა, ხოლო საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 10 დღისა. საბჭოს ახლად დანიშნული წევრი უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს საბჭოს წინამორბედი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე. თუ საბჭოს წინამორბედ წევრს უკვე შეუწყდა უფლებამოსილება, საბჭოს ახლად დანიშნული წევრი უფლებამოსილების განხორციელებას დანიშვნისთანავე დაიწყებს. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6730 – ვებგვერდი, 16.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №320 – ვებგვერდი, 21.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №538 – ვებგვერდი, 14.05.2025წ.
1. საბჭო შედგება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 5 წლის ვადით დანიშნული 5 წევრისგან. ერთი და იგივე პირი საბჭოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ორჯერ. საბჭოს წევრი სახელმწიფო მოსამსახურეა. 2. საბჭოს წევრად შესაძლებელია დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება/უმაღლესი ეკონომიკური განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით და სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება. ამასთანავე, საბჭოს წევრთა არანაკლებ ნახევარს უნდა ჰქონდეს ამ პუნქტით განსაზღვრული იურიდიული განათლება. 3. არ შეიძლება საბჭოს წევრი: ა) დასაქმებული იყოს სხვა საჯარო დაწესებულებაში ან/და კერძო დაწესებულებაში; ბ) ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო საქმიანობისა, პედაგოგიური საქმიანობისა ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა; გ) კონსულტაციას უწევდეს შემსყიდველ ორგანიზაციას, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს, მიმწოდებელს, შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველს ან შერჩევის პროცესის მონაწილეს; დ) იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. 4. საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქმნის შესარჩევ კომისიას, რომელშიც სხვა წევრებთან ერთად შედიან საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეები. 5. საბჭოს წევრობის კანდიდატთა ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში შერჩევის მიზნით შესარჩევი კომისია აცხადებს საჯარო კონკურსს საქართველოსსაჯარო მთავრობისსამართლის ადმინისტრაციისიურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. საბჭოს წევრობის კანდიდატს კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა კონკურსის გამოცხადებიდან არანაკლებ 10 დღის ვადა. 6. განაცხადების მიღების შემდეგ, არაუგვიანეს 20 დღისა შესარჩევი კომისია იმ პირთაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ საბჭოს წევრობისთვის ამ კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შეარჩევს საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე ორჯერ მეტ კანდიდატს. საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში შესარჩევმა კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით. საბჭოს წევრობის კანდიდატთა შეფასება უნდა ეყრდნობოდეს მათ რეპუტაციას, პროფესიულ ცოდნასა და აქტივობას და სამუშაო გამოცდილებას. 7. თუ შესარჩევი კომისია საბჭოს წევრობის კანდიდატებს ვერ შეარჩევს, იგი არაუგვიანეს 5 დღისა ხელახლა აცხადებს კონკურსს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. 8. შესარჩევი კომისია შერჩეულ საბჭოს წევრობის კანდიდატებს დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 10 დღის ვადაში ნიშნავს საბჭოს წევრს/წევრებს ან უარს ამბობს მის/მათ დანიშვნაზე. ამ, უკანასკნელ შემთხვევაში შესარჩევი კომისია არაუგვიანეს 5 დღისა ხელახლა აცხადებს კონკურსს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. 9. საბჭოს წევრმა უფლებამოსილების განხორციელების დაწყების დღიდან უნდა დატოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეუთავსებელი თანამდებობა ან შეწყვიტოს იმავე პუნქტით განსაზღვრული შეუთავსებელი საქმიანობა. 10. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება მისი ვადის გასვლისას, თუ იგი ხელახლა არ დაინიშნა თანამდებობაზე ისე, რომ შენარჩუნდეს მისი უფლებამოსილების უწყვეტობა. დაუშვებელია საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) პირადი განცხადების წარდგენა; ბ) გარდაცვალება; გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა; ვ) სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ზ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან იმავე პუნქტით განსაზღვრული შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება; თ) ბოლო 12 თვეში 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უფლებამოსილების განუხორციელებლობა და სამედიცინო დასკვნის არსებობა, რომლითაც დასტურდება, რომ საბჭოს წევრი მომავალშიც ვერ შეძლებს უფლებამოსილების განხორციელებას. 11. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე უწყდება: ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საბჭოს წევრის მიერ განცხადების საბჭოს თავმჯდომარისთვის წარდგენისთანავე. საბჭოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება მის მიერ განცხადების საბჭოსთვის წარდგენისთანავე; ბ) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი გარემოების დადგომის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურების მომენტიდან; გ) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტიდან. 12. საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ან მისი შეწყვეტის საფუძვლის/საფუძვლების წარმოშობის თაობაზე. თუ საბჭოს თავმჯდომარეს შეუწყდა უფლებამოსილება ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი/საფუძვლები წარმოიშვა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს შესაბამის ინფორმაციას აწვდის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 13. პირს, რომელსაც შეუწყდა საბჭოს წევრის უფლებამოსილება, შეუძლია მისი შეწყვეტა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში. 14. საბჭოს წევრის შერჩევის პროცესი უნდა დაიწყოს საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 60 დღისა და არაუგვიანეს 40 დღისა, ხოლო საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 10 დღისა. საბჭოს ახლად დანიშნული წევრი უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს საბჭოს წინამორბედი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე. თუ საბჭოს წინამორბედ წევრს უკვე შეუწყდა უფლებამოსილება, საბჭოს ახლად დანიშნული წევრი უფლებამოსილების განხორციელებას დანიშვნისთანავე დაიწყებს. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6730 – ვებგვერდი, 16.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №320 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.
Изменения, которые прошла эта статья
Para.5 reformulated: to select Council-member candidates in an open, transparent, competitive environment the selection commission announces a public competition on the website administered by the Government Administration; any interested person may participate; candidates get at least 10 days from announcement to submit applications.
акт об изменении №6418632Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.