Статья 62
მეზღვაურთა დასაქმების პროცედურები, მათი უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე მეზღვაურთა სოციალური დაცვის შესახებ დებულებები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობით, „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონით, საზღვაო დისციპლინური წესდებითა და მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით. საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. მუხლი 63 საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, გემის ეკიპაჟი ვალდებულია პირნათლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები, ნაოსნობის უსაფრთხოების, ზღვის გარემოს დაცვის, ტვირთის უდანაკარგოდ გადატანისა და გემის გამართული ტექნიკური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით შეასრულოს გემის კაპიტნის განკარგულებები და მოთხოვნები, იხელმძღვანელოს სააგენტოს სამართლებრივი აქტებითა და კომპანიის წესებით. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. მუხლი 64 1. საქართველოს დროშით მცურავი გემი, რომელზედაც ეს თავი ვრცელდება, ვალდებულია ბორტზე ჰქონდეს: ა) მოქმედი სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) შესაბამისად; ბ) საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის (ILO) პრაქტიკის კოდექსის უახლესი ვერსიის გამოცემის ასლი; საზღვაო გემზე და ნავსადგურში გემების უბედური შემთხვევების პრევენციის შესახებ კოდექსი (ILO-ს პრაქტიკის კოდექსი), აგრეთვე მეზღვაურის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ დამატებითი მითითება, რომელიც შეიძლება მიიღოს ან გამოაქვეყნოს სააგენტომ.
2. საქართველოს დროშით მცურავ გემზე სამუშაოები უნდა შესრულდეს საზღვაო გემზე და ნავსადგურში გემების უბედური შემთხვევების პრევენციის შესახებ კოდექსის (ILO-ს პრაქტიკის კოდექსი) დებულებების გათვალისწინებით.
3. კომპანია, გემთმფლობელი ან პირი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს გემის ოპერირებისთვის, ვალდებულია აღნიშნულ გემზე დანერგოს შრომის უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტები, ჯანმრთელობის მართვის პოლიტიკა და პროგრამა საზღვაო გემზე და ნავსადგურში გემების უბედური შემთხვევების პრევენციის შესახებ კოდექსის (ILO-ს პრაქტიკის კოდექსი) მოთხოვნების შესაბამისად. ეს ვალდებულება უნდა მოიცავდეს: ა) გემზე საწარმოო უბედური შემთხვევის, დაზიანებისა და დაავადების პრევენციის გონივრულ ზომებს, გარემოსდაცვითი ფაქტორებისა და ქიმიკატების მავნე გავლენის შემცირებისა და პროფილაქტიკის ზომებს, საწარმოო ტრავმის ან პროფესიული დაავადების რისკის შემცირების ზომებს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას გემის აღჭურვილობის გამოყენებით; ბ) მეზღვაურთა ტრენინგს, ინსტრუქციებს საწარმოო უბედური შემთხვევის პრევენციისთვის, საწარმოო ტრავმისა და პროფესიული დაავადების პროფილაქტიკისთვის, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უწყვეტი გაუმჯობესების ღონისძიებებს, რომლებშიც მონაწილეობენ მეზღვაურთა წარმომადგენლები და მათი განხორციელებით დაინტერესებული ყველა სხვა პირი; გ) ინსპექტირების, ანგარიშგებისა და ხარვეზის გამოსწორების შესაბამის პროცედურებს, რომლებიც უნდა მოიცავდეს აგრეთვე გემზე მომხდარი საწარმოო უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების ფაქტების მოკვლევისა და ანგარიშგების პროცედურებს; დ) 18 წლამდე მეზღვაურთა ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევის წესებს; ე) გემის კაპიტნის ან მის მიერ განსაზღვრული პირის სპეციფიკურ ვალდებულებებს შრომის უსაფრთხოების პოლიტიკისა და პროგრამის განსახორციელებლად; ვ) გემის უსაფრთხოების კომიტეტის საქმიანობაში გემის ეკიპაჟის წევრთა დანიშნული ან არჩეული წარმომადგენლის მონაწილეობის პროცედურებს; ზ) შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით რისკის შეფასების პროცედურებს, რომლებიც მოიცავს სტატისტიკურ ინფორმაციას შესაბამისი გემის შესახებ, აგრეთვე სააგენტოს მიერ გამოცემულ ინფორმაციას.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
