1.გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ გემზე სამუშაოდ დაშვებულ იქნეს მეზღვაური, რომელსაც აქვს სათანადო კვალიფიკაცია ან კომპეტენცია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
მეზღვაურთა შრომის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.STCW კონვენციის ან საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ მიღებული სხვა სავალდებულო საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელებული წვრთნა და სერტიფიცირება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებულად მიიჩნევა.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის იმ მეზღვაურის მიერ გავლილი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული გაცნობითი წვრთნა, რომელსაც STCW კოდექსით განსაზღვრული წვრთნის გავლა არ მოეთხოვება, გემზე პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წვრთნის შესაბამისად მიიჩნევა.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.