Статья 31. ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი ფორმირების წესი
Редакция №101 Сверено с действующей редакцией · 17 дек. 2025 г.
1. ამომრჩეველთა ერთიანი სია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით.
2. ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები: ა) გვარი, სახელი; ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); გ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, რომელიც მოიცავს აგრეთვე საზღვარგარეთ რეგისტრაციის ადგილს); დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის, აგრეთვე პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი. სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება „საკონსულო აღრიცხვაზეა“ (აღნიშნული ჩანაწერი არ არის საქართველოში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი), ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“); ვ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი; ზ) ფოტოსურათი (სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში); თ) სქესი.
Правовая карта
Нажмите, чтобы открыть
СсылкаБлизко по смыслуსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს მოქალაქეთა…
Только для информации — не юридическая консультация.
3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემები, როგორც წესი, შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, თუ მისი რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ცესკო პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი; ფოტოსურათი; დაბადების თარიღი; მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის და პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით; ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის თარიღი) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებისათვის.
5. ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება: ა) სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული, შესაბამის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულ პირთა, მათ შორის, იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც არჩევნების დღისთვის უსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე გარდაცვლილთა შესახებ მონაცემების საფუძველზე. ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ შეიტანება იმ პირთა შესახებ მონაცემები, რომელთა სახელზე ბოლოს გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაუქმდა გაყალბების ან ბათილად ცნობის გამო, ან რომელთაც არ აუღიათ მიმდინარე არჩევნების დროისთვის იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, თუ ეს პირები არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-13 დღისა რეგისტრაციას არ გაივლიან სააგენტოში; ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც გარდაიცვალნენ, მაგრამ მათი ოჯახის წევრებს არ მიუმართავთ სააგენტოსთვის გარდაცვალების მოწმობის მისაღებად, აგრეთვე იმ ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების შესახებ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე, რომლებსაც შეეცვალა სახელწოდება/ნომერი; გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან/და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე; დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ იმ სამხედრო მოსამსახურეთა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ იმ სპეციალური წოდების მქონე პირთა შესახებ გადაცემული მონაცემებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ იმ მოსამსახურეთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება; ე) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გადაცემული იმ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან; ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გადაცემული იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილი არიან მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებული არიან შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში; ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გადაცემული იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომელთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, რომლებსაც სასჯელის სახით შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ან მძიმე დანაშაულისათვის, აგრეთვე იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც სასჯელის სახით შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და არჩევნების დღისათვის სასჯელის ვადის გასვლის გამო გათავისუფლებული იქნებიან სასჯელის აღსრულების დაწესებულებიდან; თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაცემული იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებმაც გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და რომელთა საქართველოში დაბრუნება არ დაფიქსირებულა. ამ მონაცემების საფუძველზე ამომრჩეველთა ერთიანი სიის გრაფაში „ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი“ კეთდება ჩანაწერი „იმყოფება უცხოეთში“. აღნიშნული ჩანაწერი არ არის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი.
6. ცესკოს მიერ ამომრჩეველთა ერთიანი სიის და ამ სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლების მიზნით: ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები წელიწადში ოთხჯერ – ყოველი წლის 1 თებერვალს, 1 მაისს, 15 ივლისს და 1 ნოემბერს − საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ, ხოლო იმავე პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები − იმავე ვადებში საარჩევნო უფლების არმქონე პირთა შესახებ განახლებულ ან ახალ მონაცემებს გადასცემენ ცესკოს; ბ) სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, თავიანთი კომპეტენციის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის − მუნიციპალიტეტის, დასახლების, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის − სახელდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში ინფორმაცია გაუგზავნონ ცესკოს და სააგენტოს. 6 1 . ცესკოს უფლება აქვს, ამომრჩეველთა ერთიანი სიის და ამ სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლების მიზნით, საჭიროებისამებრ, გამოითხოვოს და მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში მიიღოს მონაცემები ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებებიდან საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ, ხოლო იმავე პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებებიდან − საარჩევნო უფლების არმქონე პირთა შესახებ.
7. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს (მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის), ამ კანონის 39-ე მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციას (ხოლო არასაარჩევნო პერიოდში − ბოლო საერთო არჩევნებისას რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციას), ამომრჩეველს უფლება აქვს, გაეცნოს ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, გაეცნოს მხოლოდ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას. ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა, ხოლო არასაარჩევნო პერიოდში – ნებისმიერ დროს მოითხოვოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა. მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7 1 . ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ფოტოსურათებიანი ვერსია ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ პირს გადაეცემა მხოლოდ ელექტრონული სახით. უფლებამოსილმა პირმა სიის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს სათანადო მოცულობის მქონე ინფორმაციის ელექტრომატარებელი. 7 2 . საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 85-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 85 2 და 85 4 მუხლების მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა (ამომრჩეველთა) მონაწილეობის უზრუნველსაყოფად თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის აღმასრულებელ ორგანოს, მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია გადაეცეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე). ცესკოს მიერ გადაცემული პერსონალური მონაცემების შემცველი ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაცვისა და გაუმჟღავნებლობისათვის პასუხისმგებელია შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის ორგანო.
8. საარჩევნო პერიოდში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს. შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა. ამ კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და მისი გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს განმცხადებელს. 8 1 . ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართვის შემთხვევაში სააგენტო/საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ან/და მისი ტერიტორიული ორგანოები ვალდებული არიან დაუყოვნებლივ მიაწოდონ საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამისი ინფორმაცია.
9. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ 2 დღის ვადაში გადაეცემა ცესკოსა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.
10. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ მისი გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-13 დღისა, უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ცესკოს და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო კომისიებმა სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა შეიტანონ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში.
11. საუბნო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან გადაეცემა ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა – დაზუსტებული სიების საბოლოო, საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
12. იმ ამომრჩევლის რეგისტრაციის საკითხს, რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში ვერ გაიარა რეგისტრაცია, განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების (საქართველოს მოქალაქის პასპორტში ჩანაწერი საზღვრის გადაკვეთის შესახებ, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების ცნობა) წარდგენის შემთხვევაში წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით. ამომრჩევლის განცხადებას საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები – დაუყოვნებლივ. უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. თუ ასეთი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართავს კენჭისყრის დღეს, მას რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია და ამომრჩეველთა სიებს დაურთავს დოკუმენტების ფოტოასლებს.
13. აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 12 დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო არჩევნების დღემდე მე-15-დან მე-12 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
14. არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში და შემდგომ, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა ცესკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში. საქართველოს 2013 წლის 25 ივლისის ორგანული კანონი №864 - ვებგვერდი, 19.08.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №1788 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის ორგანული კანონი №2289 - ვებგვერდი, 17.04.2014წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №3402 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №3562 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3973 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5441 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის ორგანული კანონი №3127 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის ორგანული კანონი №3155 – ვებგვერდი, 27.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის ორგანული კანონი №5470 – ვებგვერდი, 19.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6854 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6855 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №2475 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის ორგანული კანონი №3543 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №332 – ვებგვერდი, 06.03.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №783 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах