Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.საარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს.
2.რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებენ ცესკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები, ხოლო მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე წარმომადგენლების აკრედიტაციას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.
3.პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ განცხადება წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა. განცხადებას უნდა ერთოდეს წარმომადგენლების პირადობის მოწმობების ან პასპორტების ფოტოასლები. ორგანიზაციის მიმართვის შემთხვევაში განცხადებას უნდა ერთოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულია საარჩევნო კომისიისათვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში. მასში მითითებული უნდა იყოს ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი/პირები. ორგანიზაციის აკრედიტაციის მომენტისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/დადასტურების მიზნით სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ბაზების ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით. ამ პუნქტში აღნიშნული ამონაწერი აკრედიტაციისათვის არ ესაჭიროებათ უცხოურ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, საზოგადოებრივ მაუწყებელს და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს.
4.განცხადების წარდგენიდან 2 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, ხოლო აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს). 4 1 . აკრედიტებული პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა პრესა/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალება ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ პრესის/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა შესაბამისი პრესის/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების აკრედიტაციის გაუქმების საფუძველია.
5.არჩევნების (კენჭისყრის) დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი აკრედიტაციის მომენტისთვის უნდა იყოს არანაკლებ 18 წლისა. 5 1 . პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი არ შეიძლება იმავდროულად იყოს: ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი; ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი; გ) მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე; დ) მოსამართლე; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი; ვ) საქართველოს პროკურატურის თანამდებობის პირი; ზ) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი, საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი წარმომადგენელი; თ) საარჩევნო კომისიის წევრი; ი) დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი, დამკვირვებელი; კ) სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი; ლ) პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირი; მ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში; ნ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში.
6.არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1348 – ვებგვერდი, 06.01.2022წ. საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის ორგანული კანონი №3704 – ვებგვერდი, 05.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №332 – ვებგვერდი, 06.03.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №783 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. თავი VI. წინასაარჩევნო კამპანია
1. საარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს. 2. რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებენ ცესკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები, ხოლო მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე წარმომადგენლების აკრედიტაციას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი. 3. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ განცხადება წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა. განცხადებას უნდა ერთოდეს წარმომადგენლების პირადობის მოწმობების ან პასპორტების ფოტოასლები. ორგანიზაციის მიმართვის შემთხვევაში განცხადებას უნდა ერთოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულია საარჩევნო კომისიისათვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში. მასში მითითებული უნდა იყოს ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი/პირები. ორგანიზაციის აკრედიტაციის მომენტისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/დადასტურების მიზნით სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ბაზების ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით. ამ პუნქტში აღნიშნული ამონაწერი აკრედიტაციისათვის არ ესაჭიროებათ უცხოურ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, საზოგადოებრივ მაუწყებელს და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს. 4. განცხადების წარდგენიდან 2 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, ხოლო აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს). 4 1 . აკრედიტებული პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა პრესა/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალება ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ პრესის/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა შესაბამისი პრესის/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების აკრედიტაციის გაუქმების საფუძველია. 5. არჩევნების (კენჭისყრის) დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი აკრედიტაციის მომენტისთვის უნდა იყოს არანაკლებ 18 წლისა. 5 1 . პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი არ შეიძლება იმავდროულად იყოს: ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი; ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი; გ) მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე; დ) მოსამართლე; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი; ვ) საქართველოს პროკურატურის თანამდებობის პირი; ზ) საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი, საარჩევნო სუბიექტი, მისი წარმომადგენელი; თ) საარჩევნო კომისიის წევრი; ი) დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი; კ) სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი. 6. არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1348 – ვებგვერდი, 06.01.2022წ. საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის ორგანული კანონი №3704 – ვებგვერდი, 05.12.2023წ..05.12.11.2023წ. თავი VI. წინასაარჩევნო კამპანია
Изменения, которые прошла эта статья
art 44(5^1)(e) reformulated: updated agency list concerning accreditation of media representatives.
акт об изменении №6533308Art.44 part 5^1 revised: expands list of individuals barred from accessing polling stations.
акт об изменении №6435783Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.