Статья 62. ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის საკუთრების ცვლილება
1. ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია თავისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. იგი აგრეთვე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე.
2. კომისია იღებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მოსაზრებათა პლურალიზმის სტიმულირების ღონისძიებათა შესახებ საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს ცვლილების შედეგად ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის საკუთრების აკრძალული კონცენტრაციის წარმოშობის თავიდან ასაცილებლად. საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4525 - ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. თავი VIII. რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
მაუწყებლობის შესახებ
