1.სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა წევრობაზე დაფუძნებული და რელიგიური გაერთიანებებისა) და სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციები არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობას და ინვენტარს საარჩევნო კომისიებს დროებით, უსასყიდლოდ გადასცემენ. ამასთანავე, ეს ორგანოები ვალდებული არიან, დაფარონ გადაცემული შენობა-ნაგებობის კომუნალური ხარჯები. 1 1 . სათანადო შენობა-ნაგებობის არსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის ისეთი შენობა-ნაგებობა უნდა გამოიყოს, რომელიც ყველა ამომრჩევლისათვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ასეთი შენობა-ნაგებობის არარსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობა, სადაც ეს შესაძლებელია, მისი გადამცემი ორგანოს მიერ კენჭისყრის დღისთვის ადაპტირებული უნდა იქნეს ყველა ამომრჩევლისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
