Статья 63. კენჭისყრის შენობის მოწყობა
1. კენჭისყრის შენობაში: ა) ხმის მიცემის ადგილი ისე უნდა მოეწყოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენის შევსების ფარულობა. ყოველი 500 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ 1 ხმის მისაცემი ადგილისა, სადაც უნდა იყოს 1 კალმისტარი; ბ) უნდა გამოიყოს ადგილები ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და სპეციალური კონვერტების განთავსებისთვის; გ) თვალსაჩინო ადგილას უნდა დაიდგას გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი; დ) თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები, პარტიული სიები, კანდიდატთა სიები, ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი, აგრეთვე ამ კანონიდან ამონარიდი იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია ბათილი საარჩევნო ბიულეტენი, და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი (ოქმები).
2. თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, ამის შესახებ განცხადება უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობასა და ფარული კენჭისყრის კაბინებში თვალსაჩინო ადგილას.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
