1.კენჭისყრა იმართება კენჭისყრის შენობაში არჩევნების (კენჭისყრის) დღის 8 საათიდან 20 საათამდე.
1.კენჭისყრა იმართება კენჭისყრის შენობაში არჩევნების (კენჭისყრის) დღის 8 საათიდან 20 საათამდე.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა.
3.კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეწყვეტის ან შეჩერების, შემდეგ კენჭისყრის შენობის გახსნისა და კენჭისყრის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის.
4.კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის შემთხვევაში კენჭისყრის შეწყვეტისთანავე ან შეჩერებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების დადასტურების ან გაუქმების შესახებ. თუ კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება კენჭისყრის შეჩერებას ეხება, მისი დადასტურების ან გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება აღინიშნება ჩანაწერთა წიგნში, მიეთითება კენჭისყრის შეჩერების მიზეზი და დრო და დადასტურდება კომისიის წევრთა ხელმოწერებით. თუ კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება კენჭისყრის შეწყვეტას ეხება, მისი დადასტურების ან გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება მიიღება განკარგულებით, რომელშიც აღინიშნება კენჭისყრის შეწყვეტის მიზეზი და დრო. კენჭისყრის შეჩერების მიზეზის აღმოფხვრისთანავე კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით კენჭისყრა განახლდება. თუ კენჭისყრა შეწყვეტილად გამოცხადდა, იგი აღარ განახლდება.
5.ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში.
6.კენჭისყრის დღეს სამხედრო ნაწილებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში და ძნელად მისადგომ ადგილებში შექმნილ საარჩევნო უბნებში საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრას დამთავრებულად აცხადებს 20 საათამდე ნებისმიერ დროს, თუ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა სიაში შეყვანილმა ყველა ამომრჩეველმა.
7.აკრძალულია კენჭისყრის ჩატარება კენჭისყრის დღემდე ან კენჭისყრის დღის შემდეგ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.