Статья 61. საარჩევნო უბნის გახსნა
1. საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 6 საათსა და 45 წუთზე. თუ ამ დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა 9-ზე ნაკლები აღმოჩნდა, ამის თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება შესაბამის, ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
2. საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პროცედურები ტარდება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) საარჩევნო უბნის გახსნისთანავე იხსნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი. წიგნის პირველ და მე-2 გვერდებზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − მე-10 და მომდევნო გვერდებზედაც, ხელს აწერს მისი გახსნისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი; ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს იმ დალუქული პაკეტის მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭედი; გ) (ამოღებულია - 04.03.2025, №332) ; დ) (ამოღებულია - 04.03.2025, №332) ; დ 1 ) (ამოღებულია - 04.03.2025, №332) ; ე) (ამოღებულია - 04.03.2025, №332) ; ვ) (ამოღებულია - 04.03.2025, №332) ; ზ) (ამოღებულია - 04.03.2025, №332) . 2 1 . (ამოღებულია - 04.03.2025, №332) .
3. (ამოღებულია - 04.03.2025, №332) .
4. (ამოღებულია - 04.03.2025, №332) .
