1. მეორე ტურში მონაწილე ამომრჩევლები ხმას აძლევენ პირველ ტურში არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით, რომლებშიც ცვლილებები შეიტანება მხოლოდ შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით: ა) მიერ ცესკოსათვის მიწოდებული საქართველოს იმ მოქალაქეთა შესახებ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც პირველი ტურის შემდეგ შეუსრულდათ ან მეორე ტურის ჩატარების დღეს შეუსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე იმავე პერიოდში გარდაცვლილ პირთა შესახებ ინფორმაციის საფუძველზე; ბ) ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა საოლქო საარჩევნო კომისია ადგენს ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ პირთა სპეციალურ სიას, შესაბამისი წესით ხმის მიცემის უფლების მქონე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემების გათვალისწინებით; გ) არჩევნების მეორე ტურისათვის გამოიყენება სპეციალური სიები, რომლებიც მეორე ტურის ჩატარების დღისათვის აკმაყოფილებს ამ კანონის 32-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; დ) არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების (ერთიანი და სპეციალური სიების) საბოლოო ვერსიის (საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი ვერსია და საჯარო ვერსია) 2 ეგზემპლარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიას. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობაში თვალსაჩინო ადგილას; ე) არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღეს მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 8 დღისა მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიას ხმის გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიცემის მოთხოვნით. მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას.
