Статья 7. ფულადი ჯარიმისაგან გათავისუფლება
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაათავისუფლოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილე უკვე დაკისრებული ჯარიმისაგან ან არ დააკისროს ფულადი ჯარიმა იმ შემთხვევაში , თუ: ა) ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილის მიმართ მოქმედებს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი; ბ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეს გაუუქმდა შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია.
2. განსაკუთრებულ შემთხვევებში ეროვნულ ბანკს შეუძლია ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილე გაათავისუფლოს ფულადი ჯარიმის დაკისრებისა და გადახდისაგან, თუ ფულადი ჯარიმის გადახდის შედეგად, შესაძლებელია, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილის ფინანსური მდგომარეობა ისე გაუარესდეს, რომ საფრთხე შეექმნას მის მომავალ ფუნქციონირებასა და გადახდისუნარიანობას.
3. ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან და დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილის გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.
