1.ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის სახეები განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო სახდელის ოდენობები და მისი დაკისრების წესი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.
2.პირის მიერ ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების ან ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ან ეროვნული ბანკის მითითების შეუსრულებლობის, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი, მისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ნებისმიერი ინფორმაციის მიუწოდებლობის, ან/და პირის შესაძლო ქმედებით ინვესტორთა ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით: ა) მოსთხოვოს სამართალდამრღვევ პირს და მის თანამონაწილეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში მიიღონ თავიანთი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის საჭირო ზომები; ბ) შეაჩეროს ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ან გარიგებანი; გ) სამართალდამრღვევ პირს გარკვეული ვადით შეუჩეროს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მონაწილეობა; დ) სამართალდამრღვევ პირს დააკისროს საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 2 1 . „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 52-ე მუხლის „ე 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმა არის ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ახსნა-განმარტების მიცემისას არასწორი ინფორმაციის მიწოდება − ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა, რისთვისაც პირს შეიძლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.
3.ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესების დამამძიმებელ გარემოებებში დარღვევისათვის შეიძლება დადგენილ იქნეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა . საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168 საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.






