1.ტოპოლოგიის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება, თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ტოპოლოგია ან აკრძალოს მისი გამოყენება. ამასთან, განსაკუთრებული უფლება არ ვრცელდება ტოპოლოგიის ან მის საფუძველზე შექმნილი იმს-ის განხორციელების იდეაზე, ხერხზე, სისტემაზე, ტექნოლოგიაზე ან კოდირებულ ინფორმაციაზე.
2.ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლების დარღვევად მიიჩნევა შემდეგ ქმედებათა უნებართვო განხორციელება: ა) მთლიანად ტოპოლოგიის ან მისი ნაწილის (გარდა იმ ნაწილისა, რომელიც არ არის ორიგინალური) ასლის გადაღება მის საფუძველზე იმს-ის შექმნის ან სხვა მიზნით; ბ) ტოპოლოგიის ან მის საფუძველზე შექმნილი იმს-ის გამოყენება, იმპორტირება, გასაყიდად შეთავაზება, გაყიდვა ან სამეურნეო ბრუნვაში სხვაგვარად ჩართვა.
