საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Статья 34. ვადაგასული საავტორო უფლების გამოყენება
1. ნაწარმოები, რომელზედაც საავტორო უფლების მოქმედების ვადა გასულია, შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა პირმა საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე. ამასთან, დაცული უნდა იყოს ავტორობის, სახელის, ნაწარმოების ხელშეუხებლობისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლებები. ეს წესი ვრცელდება იმ ნაწარმოებზედაც, რომელიც არ იყო დაცული საქართველოს ტერიტორიაზე.
2. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება დადგინდეს სპეციალური ანარიცხები საქართველოს ტერიტორიაზე იმ ნაწარმოების გამოყენებისთვის, რომელზედაც საავტორო უფლების მოქმედების ვადა გასულია. ასეთი ანარიცხებიდან მიღებული შემოსავალი გადაეცემა მხოლოდ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას. ანარიცხების ოდენობა ნაწარმოების გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლის 3 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198 საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ. თავი V საავტორო უფლების გადაცემა
