საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Только для информации — не юридическая консультация.
1. ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულების მიხედვით ავტორი კისრულობს ვალდებულებას, შექმნას ნაწარმოები ხელშეკრულების პირობების მიხედვით და გადასცეს იგი შემკვეთს, ხოლო შემკვეთი კისრულობს ვალდებულებას, მიიღოს ნაწარმოები და გადაუხადოს ავტორს ჰონორარი.
2. ავტორი ვალდებულია პირადად შექმნას ნაწარმოები, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ნაწარმოების შექმნაში სხვა პირის (პირების) ჩართვა დასაშვებია მხოლოდ შემკვეთის თანხმობით.
3. შემკვეთი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დადგომისთანავე დაათვალიეროს ნაწარმოები და წერილობით შეატყობინოს ავტორს ნაწარმოების მოწონების ანდა ხელშეკრულების პირობების საფუძველზე მისი დაწუნების ან მასში შესწორებათა შეტანის აუცილებლობის შესახებ.
4. თუ ავტორს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება, ნაწარმოები შემკვეთის მიერ მოწონებულად ითვლება.
5. ავტორისათვის ავანსის გადახდის წესი, ვადა და ავანსის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.
6. ბათილია ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც ზღუდავს ავტორის უფლებას მომავალში შექმნას ნაწარმოები განსაზღვრულ თემაზე ან განსაზღვრულ დარგში.
7. ხელშეკრულების საგანი არ შეიძლება იყოს იმ ნაწარმოებზე უფლების გადაცემა, რომელიც შეიძლება მომავალში შექმნას ავტორმა.
8. შეკვეთის შედეგად შექმნილ ნაწარმოებზე ქონებრივი საავტორო უფლებები ეკუთვნის შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3032 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.184
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ