საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Статья 65. აკრედიტაციის კომისია
1. „საქპატენტისთვის“ შესაბამისი უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენის შემთხვევაში „საქპატენტი“ ატარებს კონკურსს. კონკურსში გამარჯვებული სულ მცირე უნდა აკმაყოფილებდეს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სავალდებულო კრიტერიუმებს.
2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას შესაბამისი უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციას ანიჭებს აკრედიტაციის კომისია ამ კანონით დადგენილი წესით.
