საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Статья 66^13. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება
1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება (შემდგომ − საერთო კრება) მოიწვევა სულ მცირე წელიწადში ერთხელ.
2. საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების (მათ შორის, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჰონორარის განაწილების ძირითად პრინციპებსა და წესებს შეეხება) შეტანის შესახებ, აგრეთვე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრობასთან დაკავშირებული წესების თაობაზე.
3. საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე, იხილავს მათი საქმიანობის შესახებ ანგარიშს, ამტკიცებს მათ ანაზღაურებასა და წახალისებასთან, როგორიცაა ფულადი და არაფულადი სარგებლისა და საპენსიო დანამატების გაცემა, დაკავშირებულ წესს, აგრეთვე ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სხვა წესებს.
4. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს შემდეგ საკითხებზე: ა) შეგროვებული ჰონორარების განაწილების ზოგადი წესები და პოლიტიკა; ბ) გაუნაწილებელი ჰონორარების განკარგვის ზოგადი წესები და პოლიტიკა; გ) გაუნაწილებელი ჰონორარების გამოყენება; დ) შეგროვებული ჰონორარებიდან მიზნობრივი დაქვითვების განხორციელება; ე) რისკების მართვის პოლიტიკა; ვ) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება ან უფლებრივად დატვირთვა; ზ) რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები, იურიდიული პირის დაფუძნება და სხვა იურიდიული პირის აქციების ან/და წილების შეძენა; თ) სესხის აღება, სესხის გაცემა, თავდებობა ან სესხის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება.
