Статья 10. მმართველობითი საბჭოს სხდომა და მისი ჩატარების პროცედურები
1. მმართველობითი საბჭოს სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ. მმართველობითი საბჭოს სხდომა შეიძლება ჩატარდეს კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
2. მმართველობითი საბჭოს სხდომას წარმართავს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული მმართველობითი საბჭოს სხვა წევრი.
3. მმართველობითი საბჭოს წევრს აქვს 1 ხმის უფლება. მას არ შეუძლია ამ უფლების სხვა პირისთვის გადაცემა. მმართველობითი საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება მმართველობითი საბჭოს მოქმედი წევრების ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 6 წევრისა. მმართველობითი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, გარდა ამ კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
4. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია თავის სხდომაზე მოიწვიოს საპენსიო ფონდის ნებისმიერი თანამშრომელი. აღნიშნულ თანამშრომელს მმართველობითი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლება არ აქვს.
