საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407 კარი III 1 . გარდამავალი ნაწილი საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. თავი XIX 1 . გარდამავალი დებულებები საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. მუხლი 67 1 . დასამტკიცებელი/გამოსაცემი ნორმატიული აქტები 1. საქართველოს მთავრობამ: ა) 2021 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს ტექნიკური რეგლამენტი „ფთორირებული სათბურის აირების მართვის შესახებ“; ბ) 2022 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს: ბ.ა) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა იმ ზონისთვის ან/და აგლომერაციისთვის, სადაც ატმოსფერულ ჰაერში ძირითად მავნე ნივთიერებათა დონეები აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ ნორმებს ან მიზნობრივ მნიშვნელობას; ბ.ბ) მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა იმ ზონისთვის ან/და აგლომერაციისთვის, სადაც ძირითად მავნე ნივთიერებათა დონეები აჭარბებს ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილ ერთ ან რამდენიმე განგაშის ზღვარს.
2.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა: ა) 2021 წლის 1 სექტემბრამდე ბრძანებით დაამტკიცოს ამ კანონით გათვალისწინებული ზონები და აგლომერაციები; ბ) 2025 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ბრძანება „ზონებისა და აგლომერაციების კლასიფიკაციის შესახებ“. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. კარი IV. დასკვნითი ნაწილი თავი XX. დასკვნითი დებულებანი
