საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
Статья 172. უშუალო იძულება
1. თუ ამ კოდექსის 170-ე და 171-ე მუხლებში მითითებული აღსრულების უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების მიუხედავად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ აღსრულდა, აღსრულებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება უზრუნველყოს უშუალო იძულების საშუალებით.
2. უშუალო იძულება შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს ამ კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოიყენოს უშუალო იძულების ის საშუალება, რომელიც გათვალისწინებულია კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.245
