საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
Статья 66. სპეციალური მოთხოვნები, რომლებსაც უნდა უპასუხებდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულება
1. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.
3. დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მითითებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37 14.07.2005წ., მუხ.245
