საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Всегда актуальная правовая база
1.ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; ბ) ჯგუფურად; გ) არაერთგზის; დ) ორი ან მეტი პირის მიმართ; ე) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე−140-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; ვ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ; ზ) ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.