საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 143^3. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა
1. წინასწარი შეცნობით ამ კოდექსის 143 1 და 143 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის მსხვერპლის ან დაზარალებულის ისეთი მომსახურებით სარგებლობა, რომელიც, ამავე კოდექსის 143 1 მუხლის თანახმად, არის ექსპლუატაცია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
