1.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს უფლება აქვს ისარგებლოს მოსაფიქრებელი ვადით – არანაკლებ 30 დღისა, რათა მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა, ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან შესაბამის დანაშაულზე სისხლის სამართლის პროცესის განხორციელებაში.
2.მოსაფიქრებელი ვადა აითვლება პირის მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებისათვის (თავშესაფრისათვის), სამართალდამცავი ორგანოსათვის ან შესაბამისი დაწესებულებისათვის მიმართვის დღიდან.
