საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 172. არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით
1. არასრულწლოვნის ყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. არასრულწლოვნის გაყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2355 – სსმ I, №18, 24.06.2003 წ., მუხ.117 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2477 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ., მუხ.395 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4630 -ვებგვერდი, 19.05.2011წ.
