საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 173. შვილად აყვანის წესის ან მინდობით აღზრდის წესის დარღვევა
1. შვილად აყვანის წესის ან მინდობით აღზრდის წესის დარღვევა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №754 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.
