1.მომხმარებლის მოტყუება ზომაში, წონაში ან ანგარიშში, ანდა მისთვის მცდარი წარმოდგენის შექმნა საქონლის სამომხმარებლო თვისების ან ხარისხის შესახებ, აგრეთვე მისი სხვაგვარი მოტყუება მომსახურებისას, რამაც მომხმარებელი მნიშვნელოვნად დააზიანა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) დიდი ოდენობით; გ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება მოტყუებით მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელიც აღემატება მომხმარებლის მიერ გადასახდელი ღირებულების 20 პროცენტს. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.





