საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 228. მეკობრეობა
Редакция №290 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2026 г.
Темы:Защита контента
1. მეკობრეობა, ესე იგი წყლის ხომალდზე ან სხვა მცურავ საშუალებაზე თავდასხმა სხვისი ნივთის დასაუფლებლად, მისი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
2. იგივე ქმედება: ა) არაერთგზის; ბ) რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
