საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 251. უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო, უხარისხო საქონლის გამოშვება ან გაყიდვა ანდა უხარისხო სამუშაოს შესრულება ან უხარისხო მომსახურების გაწევა
1. უხარისხო საქონლის გამოშვება ან გაყიდვა ანდა უხარისხო სამუშაოს შესრულება ან უხარისხო მომსახურების გაწევა, რაც არ შეესაბამება მომხმარებლის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, აგრეთვე ისეთი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ გაცემა ან გამოყენება, რომელიც ადასტურებს ამ საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
