1.პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ აქვს მისი ფლობის ან/და გამოყენების უფლება, – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
3.პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირის მიერ შეძენა/ფლობა, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ აქვს მისი შეძენის, ფლობის ან/და გამოყენების უფლება, – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ.
5.პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით გამოყენება – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის შემთხვევაში – მისთვის დამატებით საქმიანობის უფლების 1 წლის ვადით შეჩერებას.
6.ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ჩადენა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის შემთხვევაში – მისთვის საქმიანობის უფლების 1 წლის ვადით შეჩერებას.
7.ამ მუხლის მე-5 ან მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის შემთხვევაში – მისთვის საქმიანობის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.





