საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 256. ისეთი ნაწარმოების დამზადება ან გავრცელება, რომელიც პროპაგანდას უწევს ძალადობის ან სისასტიკის კულტს
Редакция №290 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2026 г.
ისეთი კინოფილმის, ვიდეოფილმის ან სხვა ნაწარმოების დამზადება, გავრცელება, ჩვენება ან შენახვა გავრცელებისა და ჩვენების მიზნით, რომელიც პროპაგანდას უწევს ძალადობის ან სისასტიკის კულტს, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
