საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 255. 2 . არასრულწლოვანისთვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისთვის
1. სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შეხვედრის შეთავაზება მის მიმართ ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მიზნით, როდესაც შეთავაზებას მოჰყვა ასეთი შეხვედრისკენ მიმართული ქმედებები, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
2. სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით თვრამეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შეხვედრის შეთავაზება მის მიმართ ამ კოდექსის 255-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მიზნით, როდესაც შეთავაზებას მოჰყვა ასეთი შეხვედრისკენ მიმართული ქმედებები, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე.
