საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Всегда актуальная правовая база
1.ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე .
2.იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) ანგარებით; გ) არასრულწლოვნის ან იმის მიმართ, ვინც გადის დეზინტოქსიკაციური თერაპიის კურსს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3.ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის სპეციალური სადგომის ანდა ასეთ სადგომში მისი უკანონოდ მოხმარების ორგანიზება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271 საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2236 - ვებგვერდი, 28.04.2014 წ .
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი